სიყვარულის საიდუმლო

ვერ იქნა და ვერ ავხსენი საიდუმლო სიყვარულის,
რა მიზიდავს უფრო მეტად? სისპეტაკე შენი სულის?
თუ უბადლო სილამაზე, ვერ ნანახი ვერსად სხვაგან?
მოქნილობა შენი ნაკვთის არ ედრება არცერთ საგანს.

ვერც ლერწამი დაგადარე, ყვავილსაც ვერ ვიტყვი ამგვარს,
სიცოცხლეა შენი სახე, გაზაფხულს გავს გვიან დამდგარს.

მოჩუხჩუხე ნაკადული თუ აღწერდა შენ არსებას,
თოვლის კალთა შორ ფერდობზე, შენი ტერფის ქანდაკებას.

შენი სუნთქვა ვარდსურნელი, სადარი მაისის ქარის,
ყველა დარდის განმკურვნელი, აღებს კლიტეს გულის კარის.

ასე მართავს ქვეცნობიერს ჯადოსნური ღმერთის ნება,
გულის ფსკერზე შენი გენი ჩემ გენს რომ ეხმაურება.