ამაოებას დანებდა ბევრი,
ბევრიც გამწესდა მრუდეთა ბანაკში,
მიზნის დაკარგვამ დაფანტა ერი,
გაურკვევლობის სუნი დგას ქალაქში.
ფუჭი წესები, ყალბის თაყვანება,
ობოლი მონობა შიშის და შაქარწყლის,
თითქოს არც ყოფილა, ჭირსაც წაუღია,
მაღალი ზნეობა, ოსტატთა ნაღვაწი.
ყალბად ქმნილ სკოლებში შვილები იზრდებიან,
ცრუ ყოფა მოარულ გვამებად გარდაქმნით,
უგნური ჯოგივით მშობლები იქცევიან,
ლაჩრული არას კითხვით, უქნარა არას ქმნით.
იყო დრო ვბობოქრობდი, ყელზედაც მაწვებოდა,
პირქუშის გრდემლცემას ვიტანდი წამებით,
ეხლა, ამ ცხად სიზმარში, აღარც კი მედარდება,
რომ ისევ ჭირის დროს ღრეობენ გვამები.