ჩვენ ვართ ნაღვაწნი, ჭარმაგნი,
ჭრელი ჩინ-მედლით უბეში,
ზოგს დაფნა გვამკობს ხელოვნის,
ზოგს დაფა წითელ კუთხეში,
ზოგს თბილი დისერტაცია,
ტიტული სამსახურეთში.
ღუღუნით დავიზარდენით
ნომენკლატურულ ბუდეში,
არც “იკრა” შემოგვკლებია
და არც “პაეზდკა” უცხვეთში,
თევზიც ვიჭირეთ ჩვენს გამო
დაღვრილი სისხლის გუბეში…
არც სუკი გვითაკილია,
არც ბაბთიანი ქურდები,
მერე კი, “ინტელიგენტურ”
ყავარზე გავდეთ კუდები…
დღეს, დაფასებას მოვითხოვთ
ერისგან, გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბ ი თ,
ვაგლახ, რომ “დამსახურებულ
კომპენსაციით” ვცდუნდებით.