საარამყარო

მზესთან ერთობას უმალ იწამებ,
არ შეგაშინებს სიკვდილის ფერი,
როგორც კი გაისიგრძე-სიგანებ,
თუ რატომ უნდა გიყვარდეს მტერი…

გიყვარდეს ქალი, წვიმა და ქარი,
სულში ჩამძრომი გიყვარდეს პწკარი,
გხიბლავდეს ყველა გამოვლინება
არსების, მყარი და არამყარი.

და როცა შიშის ნაჭუჭს გააღწევ,
სხვას, ვისაც უნდა, შიში ახაროს,
ცხადად იხილავ, რომ ამ სამყაროს
მიღმაა ვრცელი საარამყარო.

უმალ მიხვდები, ხარ მასთან ერთი,
კანით შეიგრძნობ რა არის ღმერთი,
იტყვი, ვალი მაქვს მე ერთადერთი,
რომ ამ არსებას ნიჭი ვახმარო.

0 Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *