ბინდში გაუჩინარდა მოგზაური ეული,
უწინ ჩემი გზისმკვლევი, ეხლა გზააბნეული,
მოწყვეტილი ვარსკვლავი, გულიდან გაბნეული.
ფიქრის ჭია მესევა, უბეს მიღრღნის წყეული,
როგორ გამიუცხოვდა საკუთარი სხეული?
მწარე ბალღამს უხარშავს ალბათ ვინმე გრძნეული.
ნუთუ გაფერმკრთალდება მისი კვალი კეთილი?
მთელი ჩემი ცხოვრება მისით გადაპენტილი…
უდაბურში გაბმულა მოკაშკაშე წერტილი,
ჩემი სულის ნაწილი, ცხრა მთას გადახვეწილი.